-
2013-11-20 00:35
„სასიამოვნო არაა, როდესაც ბიუჯეტი არ სრულდება და 650 მილიონი არ არის მიღებული“,-
ეს განცხადება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა “რუსთავი-2”-ის გადაცემა ბიზნეს-კურიეში გააკეთა. „ეს არ აისახება სოციალურ პროგრამებზე“, – ამბობს მინისტრი, თუმცა დასძენს, რომ „კაპიტალურ დანახარჯებზე, რა თქმა უნდა, აისახება“.
კვირიკაშვილის თქმით, „მთელი ეკონომიკა იყო ოლიგოპოლიზებული და მონოპოლიზირებული, ახლა კი მიმდინარეობს თავისუფალ ეკონომიკაზე გადასვლის პროცესი“, ეს კი, მისი თქმით, „იმაზე მტკივნეული აღმოჩნდა, ვიდრე ჩვენ გვეგონა“, აცხადებს ის.
როგორც მინისტრი აღნიშნავს, 2012 წლის მშპ იყო $15.82 მილიარდი, ხოლო, „იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ 2013 წელს 2%-იან ზრდაზე გავალთ, რაც, ალბათ, რეალურია, ჩვენ მშპ გვექნება $16.2 მილიარდი, რაც ვარდნას არ შეესაბამება“.