-
2014-06-22 22:12
ბელგიის ნაკრების ფეხბურთელებმა ბოლო წუთებზე დივიკ ორიჯის მიერ გატანილი გოლის წყალობით რუსეთის ნაკრებსა და მათ სახელოვან მწვრთნელს ცივი წყალი გადაასხეს.
პირველ ტაიმში გუნდები ბურთს თანაბრად ფლობდნენ, მოერე ტაიმში კი რუსები საგრძნობლად გააქტიურდნენ, განსაკუთრებით თვალშისაცემი იყო ეს მეორე ტაიმის მეორე ნახევარში. საგოლე მომენტებიც ორივე გუნდს ჰქონდა, თუმცა, არც ერთს არ უმართლებდა, ერთხელ რუსეთის ნაკრების კარი იხსნა ძელმა, ერთხელ კი ბელგიელთა კარს ბურთი სანტიმეტრებში ასცდა.
ცალკეული შეცდომების მიუხედავად, აქტიურობდა ბელგიელი აზარიც, მაგრამ ცალსახად უნდა ითქვას, ბელგიის ნაკრები არ ჰგავდა იმ ნაკრებს, რომელმაც ჩემპიონატის შესარჩევი ტური აღმაფრენით ჩაატარა.
საბოლოოდ, ბელგიელების გააქტიურებამ ბოლო წუთებზე, შედეგი გამოიღო და ორიჯმა ახლო მანძილიდან გაიტანა.
თამაში უხვგოლიანი არ აღმოჩნდა, სამაგიეროდ, მრავლად დარიგდა ყვითელი ბარათები: ის ჯერ გლუშაკოვმა, შემდეგ კი ვიტსელმა და ალდერვეირელდმა მიიღეს. ბელგიელებმა თამაშის წესი 13-ჯერ, ხოლო რუსებმა 9-ჯერ დაარღვიეს.
იმ შემთხვევაში, თუ დღეს სამხრეთ კორეის ნაკრებმა ალჟირი დაამარცხა, ბოლო ტურში, სადაც ერთმანეთს ლიდერები - სამხ. კორეა და ბელგია შეხვდებიან ერთმანეთს, ორივე გუნდს ფრეც აძლევს ხელს იმისთვის, რომ პლეი ოფის საგზური მიიღონ, ხოლო რუსეთის ნაკრები ჯგუფიდან ვერ გავიდეს.
