-
2013-11-19 21:32
დაახლოებით ერთი კვირის წინ საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ მიიღო გადაწყვეტიელბა, რომ შპს ტელეკომპანია „მზის“ კერძო მაუწყებლობის ლიცენზია შპს GDS TV-ს გადასცემოდა.
ტელეკომპანია „მზე“ ლიცენზიას გასართობი ტელემაუწყებლობისთვის ფლობდა თბილისსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, 2012 წლის ნოემბრიდან - 2022 წლის ნოემბრამდე ვადით.
როგორც კომისია აღნიშნავს, სალიცენზიო პირობები და ვალდებულებები უცვლელი სახით გადავა ახალ მფლობელზე. ცნობისთვის, ტელეკომპანია მზის 90%-იანი წილის მფლობელია ზვიად ამირიძე, ხოლო 10%-იანი წილის მფლობელია გიორგი გეგეშიძე. GDS TV-ის 100%-იანი წილის მფლობელი კი ბერა ივანიშვილია.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2017-04-23 01:31
-
2017-04-23 01:19
-
2017-03-23 16:40
-
2017-03-09 14:43