-
2013-11-19 18:10
თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ თბილისის ირგვლივ თავდაცვითი ზღუდეების შესახებ პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენებზე ისაუბრა.
მან აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება ზღუდეების ნაწილის დაკონსერვების შესახებ სამხედროებმა მიიღეს:
"თავდაცვის ზღუდეების მშენებლობის შეჩერებას რაც შეეხება, ეს გადაწყვეტილება მიიღეს სამხედროებმა, რომ მშებებლობა დაკონსერვდეს და ნაწილი მიყვანილი იქნეს იმ კონდიციამდე, რომ სამხედრო გამოყენება ქონდეს. უკიდურესად გაკვირვებული ვიყავი, როდესაც საქართველოს პრეზიდენტმა ასეთი განცხადებები გააკეთა და მიანიშნა ადგილები, მიანიშნა რა ხასიათის იყო ეს ზღუდეები.
მაგრამ მგონია, რომ ამ შემთხვევაში სამხედროებმა უკეთ იციან რომელი ინფრასტრუქტურა, საინჟინრო და სამხედრო, სჭირდებათ საკუთარი ამოცანების შესრულებაში და მე ნაკლებად ვერევი ასეთ კონკრეტულ სამხედრო გადაწყვეტილებებში. მე ვარ მინისტრი, რომელმაც უნდა ვუზრუნველვყო პოლიტიკურად და ფინასურადაც მათი დამოუკიდებლობაც და მათთვის ინსტრუმენტების მიცემა თავდაცვის განხორციელებისთვის",- თქვა თავდაცვის მინისტრმა.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2017-01-16 19:16
-
2016-11-07 15:15
-
2016-11-07 13:00
-
2016-09-21 14:26