-
2013-11-19 17:28
ალექსანდრე ჭიკაიძემ დღეს პარლამენტში დეპუტატების კითხვებს უპასუხა.
ახალი შს მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, ის თბილისში ზაფხულში მოწყობილ რეიდებში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს. და აღნიშნა, რომ რეიდები პრევენციული ღონისძიება იყო და ამით დანაშაულის პრევენცია მოხდა:
„რეიდები, რაზეც თქვენ საუბრობთ, იყო პრევენციული ღონისძიება, რა დროსაც რეალურად მოხდა დანაშაულის პრევენცია. დანაშაულში მხილებული რამდენიმე პირი იქნა დაკავებული იარაღით ხელში და ეს ღონისძიებები შედეგიანი იყო,“- განაცხადა ჭიკაიძემ.
რეპლიკები მოჰყვა პარლამენტარებს შორის კითხვის დასმის ფორმულირებასაც. უმრავლესობის დეპუტატებმა ჭიაკიძეს ჰკითხეს, გააგრძელებდა თუ არა იმ რეფომებს, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილმა პოლიციაში დაიწყო.
უმცირესობის დეპუტატებმა შესწორება გააკეთეს და აღნიშნეს, რომ პოლიციის ძირეული რეფორმა ვანო მერაბიშვილმა დაიწყო და ახალ მინისტრს ჰკითხეს, თუ ვის კურსს გააგრძელებდა.
„ირაკლი ღარიბაშვილის კურსს გავაგრძელებ ღირსეულად. ჩემთვის არის ძალიან კონფორტული და ნებისმიერი პოლიციელისთვის, რომ პოლიცია არის დეპოლიტიზირებული,“- განაცხადა ჭიკაიძემ.