მერაბიშვილი: "შენობების დანგრევით ისტორიის წაშლა შეუძლებელია"

Image

სოციალურ ქსელ "ფეისბუქის" ოფიციალური გვერდის საშუალებით ყოფილი პრემიერი ვანო მერაბიშვილი რაბათის ციხესთან დაკავშირებულ, ე.წ. გუმბათის დემონტაჟს ეხმიანება და ხელისუფლებას მოუწოდებს, ნგრევა შეაჩეროს.

 

მერაბიშვილი აღნიშნავს, რომ ხელისუფლება „რაბათის ციხის“ ოქროს გუმბათის რეკონსტრუქციას გეგმავს, რაც მისთვის სრულებით მიუღებელია:

 

„ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ დღევანდელი მთავრობა კვლავაც გეგმავს ახალციხეში „რაბათის ციხის“ ოქროსფერი გუმბათის დემონტაჟს. ეს ოქროს გუმბათი არ არის რომელიმე ერთი ცალკეული შენობის გუმბათი. ეს არის მთელი კომპლექსის და უფრო მეტიც, ახალი კონცეფციის - ქართული იერუსალიმის - გვირგვინი. ახალციხეში არასდროს ერთდროულად არ ფუნქციონირებდა ყველა ის დაწესებულება, რომლის თავმოყრაც ახლა, ჩვენს დროს მოხერხდა.

 

ერთ ადგილას თავმოყრილია განახლებული მეჩეთი, მართლმადიდებლური და კათოლიკური ეკლესია. იგეგმებოდა იქვე მდებარე სინაგოგის რესტავრაცია და განახლებული ქუჩებითა და შენობებით ამ ყველაფრის ერთმანეთთან, ერთ კომპლექსში გაერთიანება. ამ ყველაფერს ახალციხის, სამცხე-ჯავახეთის და იქ მცხოვრები ადამიანების განვითარება, დასაქმება და პერსპექტივა უნდა მოეტანა.

 

ყველაფერ ამის სიმბოლოს, სწორედ ეს ოქროს გვირგვინი წარმოადგენდა. ახალციხეს, როგორც მესხეთის დედაქალაქს ბევრი ნგრევა აქვს ნანახი. ახალციხეზე ყოველთვის გადიოდა ისტორიული დაპირისპირების ფრონტი. 8-ე საუკუნიდან ეს მხარე და ეს ქალაქი მოწინავე კულტურული და რელიგიური ცენტრი იყო. 16-ე საუკუნეში აქ ისლამი გაბატონდა. გადაწყდა წაშლილიყო ქრისტიანული კვალი ახალციხეში, ეკლესიები მეჩეთებად გადაკეთდა, ხოლო თავად ციხე ტყვეთა სავაჭრო ადგილად აქციეს. ის ხალხი, ვინც მაშინ ეკლესიებს ანგრევდა, უცხოელი დამპყრობლები არ ყოფილან.

 

ისინიც გამაჰმადიანებული ქართველები იყვნენ. მოგვიანებით ახალციხე რუსული იმპერიის ნაწილი გახდა. და კიდევ ერთხელ, ამჯერად რუსული იმპერიის სამსახურში მყოფი ქართველების ხელით, ისლამის კვალის წასაშლელად მეჩეთები ეკლესიებად გადააკეთეს. მოგვიანებით კომუნისტები დაეუფლნენ ამ მხარეს და მათაც დაიწყეს წარსულის კვალის წაშლა. არაერთგზის დანგრეული და გადაკეთებული ეკლესიები დახურეს და ციხის ტერიტორიაზე სამხედრო ჰოსპიტალი განათავსეს. ესეც ძველის სიძულვილით კეთდებოდა და ვინც ამას აკეთებდა ისინიც ქართველები იყვნენ - ქართველები, რომელთაც სძულდათ წარსული და მისი წაშლა ჰქონდათ განზრახული. დღესაც იგივე მეორდება.

 

ისევ ქართველები, ჩვენი ზიზღით, ჩვენი კვალის წასაშლელად, ჩვენს ჯინაზე ანადგურებენ რაბათს. ჯერ იქ განთავსებული ობიექტები მიზანმიმართულად დახურეს. ახლა კი კომპლექსის მთავარი სიმბოლოს დემონტაჟი განიზრახეს. მოვუწოდებ ხელისუფლებას, თუ ამ კომპლექსის და ქალაქის განვითარებას არ აპირებენ, ნგრევისგან მაინც შეიკავონ თავი.

 

დღევანდელი ხელისუფლება ამ ნგრევას სხვადასხვა ტერმინებით და მიზნებით ნიღბავს. მუსულმანებს, რუსებს და კომუნისტებსაც საკმარისი მიზეზები და საბაბები ჰქონდათ, როდესაც ანგრევდნენ. ამას ისინი განახლებას, წარსულისგან გათავისუფლებას და სამართლიანობის აღდგენას არქმევდნენ.

 

ადრე თუ გვიან, დარწმუნებული ვარ ყველანი მივხვდებით, ისევე როგორც ევროპელები მიხვდნენ შუა საუკუნეების მიჯნაზე, რომ შეუძლებელია ნგრევამ სიკეთე და განვითარება მოიტანოს. 21-ე საუკუნეში კონკრეტული შენობების დანგრევით ისტორიის წაშლა შეუძლებელია“, - წერს მერაბიშვილი.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !