
პარტია "ქართული ოცნებიდან" გარიცხვას დავით ლორთქიფანიძეს უპირებენ.
ლორთქიფანიძის გარიცხვის თაობაზე პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია და აღნიშნული ოფიციალურად "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს უახლოეს სხდომაზე გაფორმდება, ამის შესახებ ,,ინტერპრესნიუსი“ წერს.
ლორთქიფანიძე უმრავლესობას, კერძოდ კი უმრავლესობის ერთ-ერთ ლიდერს დავით საგანელიძის ღიად საპრეზიდენტო არჩევნების წინ დაუპირისპირდა.
ლორთქიფანიძე საარჩევნო შტაბიდან დეპუტატების გარიყვაზე, უმრავლესობის შიგნით რამდენიმე დეპუტატისთვის "დისკომფორტის შექმნაზე" საუბრობდა და ამაში საგანელიძეს ადანაშაულებდა. პოლიტსაბჭოს სხდომა პარტიული ყრილობის შემდეგ იგეგმება.
შეგახსენებთ, რომ დავით ლორთქიფანიძე "ქართულ ოცნებაში" 2012 წლის აპრილში გადავიდა, როცა "ქრისტიან-დემოკრატთა" რიგები დატოვა.