
"კოლაბორაცია დემოკრატიულ სახელმწიფოში დანაშაულია"- ამ სახელწოდებით თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ექსპრემიერ ვანო მერაბიშვილის მხარდასაჭერი ფოტოგამოფენა იმართება.
ფოტოებზე გამოსახულია 26 მაისს მომხდარი მოვლენები და ყველა ფოტოსურათზე დატანილია წარწერა "დანაშაულის აღკვეთისთვის დღეს სამართლდება ივანე მერაბიშვილი".
როგორც გამოფენის ორგანიზატორები აცხადებენ, ამ სურათებში კარგად ჩანს, თუ როგორ ცდილობდა ნინო ბურჯანაძე თავისი მხარდამჭერებით რუსული გეგმის განხორციელებას.
26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის განხილვა დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში 12.00 საათზეა ჩანიშნული.