
„ცხოველთა გადარჩენის სახალხო ფრონტი“, რომელსაც სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ საკუთარი გვერდი აქვს გახსნილი, სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს და ზესტაფონში მომხდარ შემაძრწუნებელ ფაქტზე წერს.
ამ ინფორმაციის მიხედვით,სოფელ არგვეთაში მამაკაცმა ორი წლის კავკასიური ნაგაზი, სახელად ბიბი, ჯერ მოკლა, შემდეგ კი თავი მოაჭრა და ფოტო მოჭრილ თავთან ერთად გადაიღო. ფოტოსა და ინფორმაციის გავრცელებას ინტერნეტმომხმარებელთა განხილვები მოჰყვა. უმრავლესობა ფოტოზე გამოსახული პირის სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითხოვს.
შეგახსენებთ, რომ ფოტოზე გამოსახული დანაშაული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ემუხლით დასჯადი ქმედებაა, სადაც მითითებულია, რომ ცხოველისადმი სასტიკად მოპყრობა ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოებით, ხოლო იგივე ქმედება, ჩადენილი ჯგუფურად, განმეორებით ან არასრულწლოვანის თანდასწრებით, ჯარიმით ან ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.