
დღეს სააპელაციო სასამართლო ბაჩო ახალაიასა და მასთან ერთად ბრალდებული პირების იმ განაჩენს განიხილავს, რომელზეც საქალაქო სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა.
ბაჩო ახალაიას დაცვის მხარე აცხადებს, რომ სასამართლო დღეს მათ დასკვნით სიტყვას მოისმენს, რის შემდეგაც სიტყვა ბრალდებულს მიეცემა. მისი მოსმენის შემდეგ სასამართლო გადაწყვეტს, შეცვალოს თუ ძალაში დატოვოს საქალაქო სასამართლოს განაჩენი.
ბაჩო ახალაიას ადვოკატები აცხადებენ, რომ გუშინ ბრალდების მხარემ სასამართლოს მოწმეთა ინტერპრეტირებული ჩვენებები შესთავაზა, რაც იმაში გამოიხატა, რომ შინაარსი და დეტალები განსხვავებულია იმისგან, რაც ბრალდებამ საქალაქო სასამართლოზე წარმოადგინა: "იმედი გვაქვს, სასამართლო ამას გაითვალისწინებს. ამასთან, სხვა ბევრი არგუმენტიც გვაქვს", - ამბობენ ისინი.
შეგახსენებთ, რომ ბაჩანა ახალაიასა და მასთან ერთად ბრალდებულები სასამართლომ გაამართლა, პროკურატურამ კი გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.