
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე ავტოავარიაში მოყვა.მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. როგორც მან “კვირას” განუცხადა, ავტოსაგზაო შემთხვევისას მის ავტომობილს საპირისპირო ზოლიდან გადმოსული ავტომობილი დაეჯახა.
„ხაშურთან იყო მცირე შეჯახება. საპირისპიროდ მოძრავმა ავტომანქანამ გადმოკვეთა გზის სავალი, ღერძული ხაზი და შეგვეჯახა. გამოვიძახეთ საპატრულო პოლიცია, ადგილზე დროულად მოვიდა პატრულის ეკიპაჟი. მე სხვა მანქანაში გადავჯექი და ქუთაისისკენ წამოვედი. შემთხვევის ადგილზე კი მძღოლი დარჩა და გაირკვევა ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზები“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.
წინასწარი ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გიორგი ვაშაძის ავტომანქანა და „ტაქსი“ დაზიანდა. ფაქტს საპატრულო პოლიცია იძიებს.
http://kvira.ge/?p=53567