
დაახლოებით 40 წუთის წინ თბილისში, გურამიშვილის გამზირზე, კინოთეატრ „საქართველოს“ წინ მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „სმარტფინანსი“ დააყაჩაღეს - ამის შესახებ „აფხაზეთის ხმის“ ჟურნალისტი იტყობინება, რომელიც შემთხვევის ადგილზე იმყოფება.
შენიშვნა: განახლებულია
ამ ინფორმაციის თავდაპირველ ვარიანტში რედაქციის მიზეზით, გაიპარა უზუსტობა: "სმარტფინანსის" ნაცვლად, მითითებული იყო სუპერმარკეტი "სმარტი". რედაქცია ბოდიშს იხდის შეცდომის გამო.
ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან პოლიცია და კრიმინალისტური ექსპერტიზის თანამშრომლები.
პოლიცია ქუჩის სათვალთვალო კამერების ჩანაწერებს ამოწმებს. იმის გამო, რომ ჟურნალისტი „სმარტფინანსთან“ პოსტ-ფაქტუმ, პოლიციის ეკიპაჟების მისვლის შემდეგ აღმოჩნდა, ჯერჯერობით მუშავდება ინფორმაცია თავდასხმის დეტალების შესახებ. წინასწარი ინფორმაციით, შეიარაღებულმა პირი მარტო მოქმედებდა და ოფისიდან დიდი რაოდენობით ლარი, დოლარი და ევრო გაიტაცა, რის შემდეგაც მიიმალა.
დამატებით დეტალებსა და შსს-ს კომენტარს ამ ფაქტთან დაკავშირებით მოგვიანებით გამოვაქვეყნებთ.