„არსენალი ჰქონდა მომზადებული, ორი იარაღიდან ისროდა“ - ორი ახალგაზრდის დაცხრილვის დეტალები

Image

12 მაისს, დაახლოებით 23:00 სთ-ზე, ლისის ტბის დასახლებაში, ურთიერთშელაპარაკებისას, 1976 წელს დაბადებულ ელვარდ მ-ს და 1975 წელს დაბადებულ იოსებ ჭ-ს ცეცხლსასროლი იარაღით მრავლობითი სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილები მიყენებული მძიმე ჭრილობების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალნენ.

 

„აფხაზეთის ხმამ“ ამ ტრაგიკული და სისხლიანი გარჩევის ექსკლუზიური დეტალები ერთ-ერთი მოკლულის მეგობრისგან შეიტყო. როგორც ის ამბობს, მომხდარიდან მალევე დაკავებული ეჭვმიტანილი მკვლელობას აღიარებს, მაგრამ აცხადებს, რომ მას თავს დაესხნენ და აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა.

 

ერთერთი დაღუპულის მეგობარი, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა, ამბობს, რომ სინამდვილეში, ეს ასე არ იყო:

 

„მოკლულების მეგობარს დაუწყია მაგ ტერიტორიაზე, ზემო ვეძისში მშენებლობა, ამ დაკავებულს კი წილი მოუთხოვია, სავარაუდოდ 5 ათასი დოლარი. დაურეკია იმ ტიპისთვის, ვინც მშენებლობას იწყებდა და დაუბარებია სალაპარაკოდ, ეს კიდევ მეგობრებთან ერთად ყოფილა იმან რომ დაურეკა.

 

ეს მეგობრები, ანუ აწ გარდაცვლილები, საერთოდ არაფერ შუაში არ იყვნენ, სანდრიკას უბრალოდ მანქანაში ეძინაო, ამ მკვლელმა რომ დაინახა რომ ბევრნი იყვნენ და თანაც უთხრეს მაგ ფულს არ მოგცემთო, დაუბარებია, წამომყევით ზევით და იქ გავარკვიოთ რა ფულსაც გთხოვთო, წაუყვანია იმ თავის ნაკვეთთან და იქ მთელი არსენალი ქონდა მომზადებულიო, მანქანიდან არც გადმოუშვა ესენი, ეგრევე ჩაცხრილაო, ორი იარაღით ისროდაო, მერე ჩვენება მიუცია ჩემ სახლთან დამესხნენ თავს და თავს ვიცავდიო...

 

ყველაზე საშინელება ისაა, რომ სროლაზე გაეღვიძა სანდროს და მანქანიდან რომ დააპირა გადასვლა, ეგრევე ჩაცხრილა, მანქანაც სულ დაცხრილულია...“, - ამბობს ერთერთი მოკლულის მეგობარი „აფხაზეთის ხმასთან“.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !