
5 წლის ანანო ხურციძე, რომელსაც ანასეულში ჭიშკარი დაეცა თბილისში გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ „გურიის მოამბე“ ავრცელებს.
ანასეულში (ბალაჯანა) გოგონას, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ჭიშკრის შეკეთებისას ჭიშკარი დაეცა. ბავშვი, გუშინ, გვიან ღამით ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში მოათავსეს.
ექიმის განმარტებით, პატარას ქალატვინის დახურული მძიმე ტრამვა, თავის ტვინის დაჟეჟილობა, ფილტვების დაჟეჟილობა, ასპირაციული სინდრომი აღენიშნებოდა.
მძიმე მდგომარეობის გამო იგი თბილისში, იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისთვის სიცოცხლის შენარჩუნება ვერ შეძლეს.