-
2014-06-12 11:49
ლუგანსკის თვითაღიარებულმა რესპუბლიკამ 13 ქვეყანას და რუსეთის ფედერაციის 2 რეგიონს დამოუკიდებლობის აღიარების თხოვნით მიმართა.
შესაბამისი განცხადება ლუგანსიკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა. მიმართვა გაეგზავნა: რუსეთს, აბხაზეთს, ბელორუსს, სამხრეთ ოსეთს, ყაზახეთს, მოლდოვას, სომხეთს, სირიას, სერბეთს, ვენესუელას, ჩინეთს, კუბასა და ნიკარაგუას, აგრეთვე ინგუშეთსა და ჩეჩნეთს. ლუგანსიკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ, აღნიშნულ ქვეყნებს შესაბამისი თხოვნით 11 მაის გამართული რეფერენდუმის საფუძველზე მიმართა.