-
2014-06-12 11:47
ჩოგბურთელი მარია შარაპოვა, რომელმაც რამდენიმე ხნის წინ „როლან გაროსი“ მოიგო, ჟურნალ ფორბსის მონაცემებით ყველაზე მაღალანაზღაურებად სპორტსმენების ასეულში მოხვდა.
ამასთან, იგი ერთადერთი რუსი სპორტსმენი აღმოჩნდა, რომელიც ამ რეიტინგშია. შარაპოვას შემოსავალმა, რომელიც რეიტინგში 34-ე ადგილზეა, 24,4 მილიონი დოლარი შეადგინა, საიდანაც 22 მილიონი რეკლამებიდან შემოსული თანხაა. (Nike, Cole Haan და სხვ.)
ქალებს შორის მე-2 ადგილზე ჩინელი ჩოგბურთელი ლი ნა გავიდა, მისმა შემოსავალმა 23,6 მილიონი დოლარი შეადგინა და მე-3 კი, ასევე ჩოგბურთელი სერენა უილიამსი, მან 22 მილიონი დოლარი დააგროვა. მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების რეიტინგს სათავეში ამერიკელი მოკრივე ფლოიდ მეივეზერ ჩაუდგა, რომელმაც გასულ წელს 105 მილიონი დააგროვა, საიდანაც 65 მილიონი რაკლამებიდან შემოსული თანხაა. ამასთან, მოკრივე, მსოფლიოში მეორე სპორტსმენი აღმოჩნდა, გოლფისტ ტაიგერ ვუდსის შემდეგ, რომლის შემოსავალმა 100 მილიონ დოლარს გადააჭარბა. მე-2 ადგილზე ფეხბურთელი, „რეალ მადრიდის“ ფორვარდი კრიშტიანუ რონალდუ გავიდა 80 მილიონი დოლარით. მე-3 ამერიკელი კალათბურთელი ლებრონ ჯეიმსია - 72 მილიონი დოლარით. ხუთეულში შევიდნენ ფეხბურთელი ლიონელ მესი და კალათბურთელი კობი ბრაიანტი.