
ჟურნალისტმა ოთარ ქუშანაშვილმა გაასაჯაროვა ინფორმაცია, რომ ბოლო დროს ჟანა ფრისკე თავს საუცხოოდ გრძნობს და უკვე კარგ ხასიათზეც ხშირადაა.
„ჟანა უკვე დადის დამოუკიდებლად, იღიმება, მე სამი დღის წინ ვესაუბრე მას და პრეპარატების სიმრავლესა და სიძვირეზე ჩივის - ერთი ნემსი ათას დოლარამდე ჯდება, ნემსები კი ყოველკვირეულად უნდა გაიკეთოს. ასე გრძელდება, უკვე რვა თვეა და ჯერაც არ ვიცით, როდემდე გაგრძელდება“, - ამბობს ჟურნალისტი „სობესედნიკთან“.
„ჟანას უბრალოდ ადამიანები, ნათესავები და ლოცვა დაეხმარა“, - ამატებს ქუშანაშვილი.