
მსახიობი გიორგი ყიფშიძე ანი ჩიკვილაძესთან 11 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ დროებითი განშორების მიზეზად ჩხუბს ასახელებს.
„ენით აუწერელი ჭორები გამიგია საკუთარ თავზე. ვერაფერს გახდები. ამბობდნენ, რომ „პიდარასტიც“ ვიყავი, საყურე რახან მეკეთა.
რის შეცვლაც არ შეგიძლია, იმაზე ნერვი არ უნდა მოიშალო. „ცეკვავენ ვარსკვლავებს“ ჩემ ცხოვრებში დიდი ადგილი უჭირავს. ბევრი რამ ვისწავლე. მაგრამ უკვე ჩემი ცხოვრება განვაგრძე. ერთ ადგილს არ ვარ ჩაჭიდებული.
ჯულიანა მაგრად მიყვარს, ვგიჟდები. ეგეთი პარტნიორი არავის ჰყოლია. იმედი მაქვს, ჩემნაირი პარტნიორი არც მას ჰყოლია.
სამეულში ვიყავით. გამიხარდება ფინალში თუ გავა. ხან რას დაგაბრალებენ, ხან რას.
გიორგი ვარდოსანიძის და სალომე ჭაჭუას მაგალითი რახან ჰქონდათ, ამიტომ შეხედეს ასე ჩემსა და ჯულიანას წყვილსაც.
ჯულიანა არ არის ასეთი ტიპი. იცის, რომ ცოლი მყავს. ზრდილობიანი გოგოა. ეგეთ რამეს არც იკადრებდა,“ - აცხადებს გიორგი ყიფშიძე.
http://primetimenews.ge/