
მსახიობმა გიორგი ბახუტაშვილმა და მოდელმა თაკო შოშიაშვილმა შეყვარებულობის პერიოდი ქორწილით მალევე დააგვირგვინეს.
წყვილმა ჯვარი საგურამოში დაიწერა, თუმცა„ ჯვრისწერამდე ორი კვირით ადრე თაკო ჩვენებაზე იტალიაში გაემგზავრა ერთი კვირით.
„ჯვრისწერისთვის თაკოს კაბა-შმაბა-ბეჭდებისთვის მე დავრბოდი გიჟივით, თაკო იტალიიდან მხელმძღვანელობდა.
ჯვრისწერის დღეს ძალიან წვიმდა, თუმცა განწყობა ამის გამო არ შეგვცვლია. თაკოს ამშვიდებდნენ - ჯვრისწერაზე წვიმა რომ დაემთხვა კარგია, მთელი ცხოვრება ეყვარები ქმარსო. თაკო ბრაზობდა ამაზე - წვიმა რომ არ მოსულიყო, გეგონება ისე არ ვიცი, რომ ვეყვარებიო.
შემდეგ კახეთში წავედით, ყვარლის ტბაზე, ერთ-ერთ სასტუმრო კომპლექსში. ორი დღე კახეთში გავატარეთ, რომ ჩამოვედით, დაახლოებით ორი კვირის შემდეგ გავაკეთეთ სუფრა. ერთი საათით ვიყავი ჩემს ქორწილში - არ გამოდიოდა სხვანაირად, პრემიერა მქონდა ორ დღეში.
თაკო საოცარი ადამიანია, ჩემი სულიერი მეგობარია და საუბარიც არ ყოფილა იმაზე, როგორ შეგიძლია ადგე და წახვიდეო.
აბსოლუტურად ერთნაირად ვაზროვნებთ. ამ ტრადიციული სუფრის შემდეგ თაკო და ჩვენი მეგობრები კარაოკე ბარში წავიდნენ. მე მათ გვიან შევუერთდი და კარგადაც გავერთეთ“, - ამბობს გიორგი ბახუტაშვილი.
„თბილისელები“