
ჟურნალ „რეიტინგთან“ ინტერვიუში „ნიჭიერის“ მონაწილეები გიორგი ბუკია და პაპუნა სანთელაძე აცხადებენ, რომ კონკურსზე გასვლის იდეა ფრანგული „ნიჭიერის“ ნახვის შემდეგ გაუჩნდათ.
„გამოსვლის წინ რაღაცეები აგვერია, თან ცოტა ნასვამები ვიყავით. პირსახოცები დაიკარგა, მოგვპარეს.
მერე ვიღაცის პირსახოცი დავჭერით, მეორე დღის ნომრისთვის იყო განკუთვნილი და ის გამოვიყენეთ.
პაპუნას დაესვარა პირსახოცი, გასვლის წინ გადაღებისთვის უნდა გაემშრალებინა თავი, თეთრ პირსახოცს გრიმი მიეცხო და სცენიდან წითელი ლაქები მოჩანდა“, - აცხადებს გიორგი.
პაპუნას თქმით, სცენაზე მარცხისთვის ყველაფერი წინასწარ ჰქონდათ გათვალისწინებული. ბიჭებმა ხორცისფერი ტრუსები ჩაიცვეს, პირსახოცის ჩავარდნის შემთხვევაში მეგობრებისა და ხალხის წინაშე რომ არ გაშავებულიყვნენ.
„არც ისე კარგი გამოხმაურება მოყვა ამ ნომერს. არ ვიცი რა სჭირს ამ ხალხს, აგრესიულები, გაბოროტებულები არიან, ერთმანეთის კარგი არ უხარიათ. ხუმრობა ვერ გაიგეს“, - დასძინა პაპუნა სათელაძემ.
„რეიტინგი“