
გაზეთ „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში „ნიჭიერის“ მონაწილე ამბობს, რომ 17 წლის ასაკში გათხოვდა და მალე დედაც გახდა.
ოჯახი დაენგრა, ვერ ააწყო. ეს რუსეთში იყო. დიდი გზა გავიარეო, ამბობს, თუმცა არ აკონკრეტებს – რა სირთულეები შეხვდა.
თემა არ სიამოვნებს. მერე მეორედ შექმნა ოჯახი. მეუღლე ამალიაზე ცხრა წლით უფროსი იყო. მალე მარტო დარჩა. მეუღლე მოუკლეს. წელიწადნახევარია, რაც დაქვრივდა, ეს სიმარტოვე უმძიმს.
ცოტა ხანი ვიცხოვრეთ ერთად. ეს თემა ჩემთვის მტკივნეულიაო, ამბობს და თემას არ განავრცობს. უფროს ქალიშვილს იულიანა ჰქვიანა, უმცროსს არინა, როგორც პუშკინის ბებიას. იულიანა 23 წლისაა, არინა 6–ის. 23 წლის იულიანა გათხოვილია.
ამალია უმცროს ქალიშვილთან და დედამთილთან ერთად რუსთავში ცხოვრობს. სახლში ცივა, გაზი ჩაუჭრეს. სკლეროზით დაავადებული დედამთილის გამოკვებად კეთილი მეზობლები ხელს უწვდიან.
„რთული გზა გავიარე. ოჯახის წევრებისგან მარტო აღმოვჩნდი, გარიყული. დედაც ცალკე ცხოვრობს, მამაც, თავიანთი ოჯახები შექმნეს. ნათესავებმაც მიმატოვეს. სამწუხაროდ, მარტო დამტოვეს. მშობლები იშვიათად მეხმიანებიან.
დედა კახეთის ერთ სოფელში ცხოვრობს.- დედასთან ჩასვლის საშუალება არ მაქვს. დედამთილსაც ვერ დავტოვებ მარტო, სკლეროზი აქვს. ისედაც სამუშაოდ ყოველდღე გასული ვარ. ამ ქალის მიმხედავი არავინაა. მეზობლები მეხმარებიან. საჭმელი მოაქვთ,“ - აცხადებს ამალია ჯიბლაძე.
primetimenews.ge