
ჯულიანა ბარ-გნარის და გიორგი ყიფშიძის რომანის შესახებ რამდენიმე კვირის წინ გახდა ცნობილი. წყვილი ერთმანეთს „ცეკვავენ ვარსკვლავების" გასულ სეზონზე დაუახლოვდა, სადაც გიორგი და ჯულიანა მეწყვილეები იყვნენ.
მთელი ამ ხნის მანძილზე ჯულიანა ჭორებს უარყოფდა და აცხადებდა, რომ „ჰარამხანაში“ ყოფნის პერსპექტივა სულაც არ ხიბლავდა. (გიორგი ყიფშიძე ორჯერ იყო დაქორწინებული), თუმცა, როგორც ჩანს შეხედულებები შეიცვალა და ახლა გიორგისთან ერთად აღარც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ერთად გამოჩენას ერიდება.
Ambebi.ge ჯულიანას დაუკავშირდა:
- ჯულიანა, მართლა შეყვარებულები ხართ შენ და გიორგი ყიფშიძე?
- არ ვაპირებ ამ თემაზე არანაირი კომენტარის გაკეთებას. ეს ჩემი პირადი ცხოვრებაა და არ მინდა ხმამაღლა საუბარი.
- ჭორია თუ მართალი, ეს მაინც გვითხარი?
- მგონი უკვე გიპასუხეთ.
- მართლა დაქორწინებას აპირებთ შენ და გიორგი?
- აღარ გიპასუხებთ არც ერთ კითხვაზე, მე არ ვაპირებ დაქორწინებას და გიორგი არ ვიცი. მთავარია, ბედნიერი ვარ.