
როგორც „კვირის პალიტრა“ წერს, თბილისში ახალი ჭორი გავრცელდა - გიორგი ყიფშიძე მეუღლეს გაშორდა და შემოდგომაზე ჯულიანა ბარ-გნარი ცოლად მოჰყავსო.
შეგახსენებთ, რომ ეს ის ჯულიანაა, ყიფშიძეს „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მე-3 სეზონი რომ მოაგებინა და პრიზად 80 კვმ-იანი ბინა ერგოთ.
ამბობენ, ყიფშიძე და ბარგნარი ყველგან ერთად იყვნენ, როგორც პროექტში, ისე პროექტს მიღმა, ღამის კლუბებში, საცურაო აუზზე... ერთ-ერთი ვერსიით, როცა ამ ისტორიამ გიორგის მეუღლის, ანის ყურამდე მიაღწია, ყიფშიძეების ოჯახში დიდი სკანდალი მომხდარა.
მართალია, ჯულიანა ბარ-გნარი ამბობდა გიორგის ცოლი ჰყავს, ყოველთვის თავს ქალის ადგილას ვაყენებ, არ მსურს, მეც ასე მომექცნენ და ჰარამხანა საჩემო არ არისო, მაგრამ...
თუ მოარული ხმები დადასტურდა, ბარ-გნარი გიორგისთვის მე-3 ცოლი იქნება. მსახიობის პირველი მეუღლე კრისტი ყიფშიძე გახლდათ, რომელსაც, როგორც მაშინ ამბობდნენ, მსახიობ ია სუხიტაშვილის გამო გაშორდა (მოგვიანებით ეს თავად ია სუხიტაშვილმაც საჯაროდ დაადასტურა.)
ჯულიანასა და გიორგის ამბავი „ცეკვავენ ვარსკვლავებისთვის“ პირველი სკანდალი არ არის. პროექტმა შეიწირა სალომე ჭაჭუასა და გიორგი გაჩეჩილაძის რომანიც. ალბათ, მათ ერთგვარი, „სტიმული“პროექტის პროდიუსერმა, ნოე სულაბერიძემაც მისცა, რომელსაც „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მიმდინარეობისას თავად დაენგრა ოჯახი - მისი ქორწინება „რუსთავი 2“-ის სახესთან, ეკა სამხარაძესთან დასრულდა...
„კვირის პალიტრამ“ გადაწყვიტა, თბილისური სიყვარულის ისტორია გიორგი ყიფშიძესთან გადაემოწმებინა. მის ერთ-ერთ ნომერს ანი ჩიკვილაძემ უპასუხა და განაცხადა, რომ ამ თემაზე არ სურს კომენტარის გაკეთება.
რაც შეეხება გიორგი ყიფშიძეს, ის სატელეფონო ზარებს ჯიუტად არ პასუხობდა...
http://www.kvirispalitra.ge/kultura-da-shoubiznesi/22041-giorgi-yifshidzes-juliana-bargnarthan-romani-aqvs.html