
„X ფაქტორის"გუშინდელ ლაივკონცერტზე პროექტის ექსტრავაგანტური მენტორი, თამთა გოდუაძე სხვა მენტორებისგან, რომლებიც შავებში იყვნენ გამოწყობილი, ყაისნაღით ნაქსოვი გამჭვირვალე თეთრი კაბითა და თეთრი საცურაო კოსტიუმით მკვეთრად გამოირჩეოდა. შავი კაბა ეცვა სპეციალურ სტუმარს, ქეთი მელუასაც.
როგორც აღმოჩნდა, თამთა გოდუაძე ბერძენ დიზაინერებთან თანამშრომლობს და ფირმა „Mi-Ro“ წლებია მის ჩაცმულობაზე ზრუნავს. PrimeTimeNews-თან საუბარში თამთამ აღნიშნა, რომ წინა ლაივზეც ამ ბრენდის მუქი ჟოლოსფერი პიჯაკი და შარვალი ეცვა.
„Mi-Ro“-ს ბიჭები ზეპირად მიცნობენ უკვე. ხშირ შემთხვევაში ჩემთვის ქმნიან სამოსს... ფასი არ ვიცი. მე რომ მათ სამოსს ვატარებ, მათი რეკლამაა. პრესაში, სადაც ივენთებზე გადაღებული ჩემი ფოტო იბეჭდება, იქვე მიწერილია დიზაინერი, სტილისტი და ასე შემდეგ. მინდოდა ქართველი დიზაინერების შექმნილი კოსტიუმების ჩაცმა, ვცადე კიდეც, მაგრამ დრო არ მაქვს, „პრიმერკებზე“ ვიარო“- განაცხადა მომღერალმა.
http://primetimenews.ge/index.php?page=22&news_id=30524&c=2