
ტელეწამყვანმა და ჟურნალისტმა ლევან ჯავახიშვილმა, რომელმაც "ორი ვარსკვლავის" სცენაზე იმღერა, სიმღერა ორი დღის წინ გარდაცვლილი კოლეგის ხსოვნას მიუძღვნა.
"მე მინდა გამოვიყენო ეს შემთხვევა და სიმღერა მივუძღვნა ჩვენი კოლეგის გუგა კვიტაშვილის ხსოვნას, რომელიც რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა", - აღნიშნა ლევან ჯავახიშვილმა.