
ჰარვი ვაინშტაინს ციხეში კორონავირუსი დაუდგინდა.
ვაინშტაინს ტესტირება ნიუ-იორკის ციხეში ჩაუტარდა, სადაც მისი პასუხი დადებითი აღმოჩნდა.
ცნობილი ხდება, რომ პროდიუსერი დროებითი იზოლატორიდან ციხეში გადმოყვანის დროს დაინფიცირდა.
შეგახსნებთ, რომ სასამართლომ ჰარვი ვაინშტაინს 23 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.