
ინტერაქტიული კინო-თამაშისთვის სტეფანემ ახალი სიმღერა ჩაწერა, რომელიც „არენას„ ოფიციალური საუნდტრეკია.
სიმღერის კლიპი, რომლის მუსიკის ავტორი ბორის შხიანია, ხოლო არანჟირება თავად სტეფანემ და ნიკოლოზ რაჭველმა გააკეთეს, საკმაოდ თვალისმომჭრელი და სანახაობრივია.
ასევე აღსანიშნავია, რომ სტეფანე არჩეულ სტილს არ სცდება და ახალ მიმართულებას ბოლომდე მიჰყვება.