-
2019-10-17 12:56
მომღერალმა ქეთა თოფურიამ მის ახალ სიყვარულზე გადაცემა "Люди говорят"-ში ისაუბრა.
ქეთამ გადაცემაში აღნიშნა, რომ ახლანდელი რჩეული მინსკში გაიცნო.
"მისი დაბადების დღე იყო, რადგან ჩვენი პროდუსერის ბაიგალის ნაცნობია, გადაწყვიტა და მის დაბადების დღეზე დაგვპატიჟა. როდესაც მინსკიდან დავბრუნდით, ტელეფონით დამიკავშირდა და თითქმის 24 საათი ასე ვეკონტაქტებოდით ერთმანეთს. არც მას ეძინა და არც მე. შემდეგ მოსკოვში ჩამოვიდა, შევხვდით და აქედან დაიწყო ყველაფერი, ეს არის ერთი ნახვით შეყვარება."
მომღერალმა გუფისთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი: "მინდა, რომ ბედნიერი იყოს. ის არასტაბილური ადამიანია, მისი სხვადასხვა ქმედებები მიუღებელი იყო ჩემთვის, ამიტომ გულწრფელად ვუთხარი, რომ დაშორება მინდოდა მასთან და დავშორდი."