
მომღერალი ლაშა ღლონტი ახალ სიმღერაზე მუშაობს .
როგორც რადიო "აფხაზეთის ხმასთან" საუბარში შემსრულებელმა აღნიშნა, კომპოზიციის შესახებ ვრცლად
ჯერჯერობით ვერ ისაუბრებს, თუმცა გეტყვით, რომ ის ყველასთვის ნაცნობ მელოდიაზე შექმნილი სიმღერაა და ახალ
ნამუშევარს ძალიან მალე მოისმენთ. :"მარტო იმის თქმა შემიძლია, რომ ეს არის ძალიან საყვარელი და ნაცნობი
მელოდია ფილმიდან, რომლის ტექსტიც, საბედნიეროდ, აღმოვაჩინე. დავუკავშირდი ამ ტექტსის საავატორო
უფლებების მქონე პირს და მან მომცა კომპოზიციის შესრულების ექსკლუზიური უფლება, რაც ჩემთვის დიდი
ბედნიერებაა"
ლაშა ღლონტის ახალი სიმღერის გამოსვლას მსმენელი დიდი ინტერესით ელოდება.
მარიამ ნებიერიძე