-
2019-05-31 18:50
ჰოლივუდელმა მსახიობმა ძალები სიმღერაში მოსინჯა.
ცოტა ხნის წინ "Youtube" გვერდზე მსახიობის მუსიკალური ვიდეორგოლი გავრცელდა, რომელშიც ის რეპს მღერის.
ყველაფერი იქედან დაიწყო, რომ ავსტრიელმა მომღერალმა ანდრეას გაბალიემ გამოუშვა ახალი კლიპი სიმღერაზე Pump
it Up — The Motivation Song, რომელიც მსახიობ არნოლდ შვარცნეგერს მიუძღვნა, შესაბამისად გადაღებების მომენტში
შვარცნეგერიც იღებდა მონაწილეობას.

კლიპს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, მსახიობს აღნიშნული ნაბიჯი მოუწონეს. თაყვანისმცემლები იმედოვნებენ , რომ ეს
უკანასკნელი მუსიკალური ვიდეორგოლი არ იქნება, რომელსაც "ტერმინატორი" ჩაწერს.
მარიამ ნებიერიძე