რატომ ჩავარდა ლოგინად „ნიჭიერში“ გამოსვლის შემდეგ გოჩა ჭაბუკაიძე

Image

მესიკოს გოჩა ჭაბუკაიძის ცხოვრება პროექტმა რადიკალურად შეცვალა.

 

როგორც თავად ამბობს, ქუჩაში გამოსულს გული სიამაყით ევსება, რადგან ხალხის თბილ სახეს, მზერას აწყდება.

 

„ამ დროს პასუხისმგებლობაც დიდი მაქვს, რომ ვინმეს მოსალმება არ გამომეპაროს და ჩემზე არ იფიქრონ...

 

ბუნებით მაქსიმალისტი ვარ, შუალედი არ გამაჩნია: ან არასდროს, ან ყოველთვის.

 

პატარა ვიყავი აკორდეონი რომ მიყიდეს, მასწავლეს დაკვრა - იქნებ ნიჭი აღმოგაჩნდესო. როგორც ჩანს, აღმომაჩნდა. ყველაფერი ქართული სიმღერით დავიწყე. მერე, მოთხოვნილებიდან გამომდინარე, ჩამომიყალიბდა რეპერტუარი - უცხოური სიმღერა კარგად ჩამიჯდა და რაც უკეთ გამომდიოდა, იმისკენ გადავიხარე. რაც პოპულარული გავხდი, მას შემდეგ ლოგინს არ მოვშორებივარ.

 

ლოგინად ვარ ჩავარდნილი, სამჯერ შემიბრუნდა ვირუსი, მაღალი სიცხეები, ხველა. ამიტომაც მეშინოდა საკუთარი ტემბრით ხალხის წინაშე გამოსვლა. სანამ სცენაზე გავიდოდი, ნიკამაც და სხვებმაც დაინახეს, რომ საშინელი სპაზმები დამეწყო, ძალიან ცუდად გავხდი.

 

ღმერთს ვევედრებოდი, ოღონდ სცენაზე არ ამიტყდეს ხველა-მეთქი. ძალიან ვღელავდი და ამან გამოიწვია ალბათ ყველაფერი. პირველი გამოსვლის შემდეგ იმხელა მადლი წამოვიდა, რომ მივხვდი, განსაცდელიც იქნებოდა.

 

აქაც ღვთის განგებულება იყო დიდი: მან ინება ჩემი ამგვარი ყოფა იმის გამო, რომ მეორე, მესამე დღეს ძალიან პოპულარული ვიყავი, ადამიანური სისუსტეების გამო შეიძლება ვერ გადამეტანა. თითქოს შემბოჭა, ლოგინში ჩამაწვინა - აქ გაიარე პოპულარობაო“, - აღნიშნა ჭაბუკაიძემ.

 

 „თბილისელები“ 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !