ჰანს ზიმერი: ფილმების კომპოზიტორის ცხოვრება უცნაურია, რადგან ის ფილმების სამყაროშია

Image

ჰანს ზიმერი ფილმების კომპოზიტორი და მუსიკალური პროდუსერია, მან შექმნა მუსიკა 150-ზე მეტი ფილმისათვის, მათ შორისაა: „მეფე ლომი“; „უკანასკნელი სამურაი“; „კარიბის ზღვის მეკობრეები“; „ბნელი რაინდის აღზევება“; „დასაწყისი“ და ა.შ. „აფხაზეთის ხმა“ გთავაზობთ მასთან ინტერვიუს.

 

-რა სახის მუსიკას უსმენ?

ეს ჩემს ხასიათზეა დამოკიდებული. დუკ ელინგტონმა ოცდაათიანებში კარგი რამე თქვა: არსებობს მხოლოდ ორი ტიპის მუსიკა: კარგი და ცუდი. ჩემს ფლეილისტში პირველ ადგილს ალბათ “White Stripes” მივაკუთვნებდი, შემდეგ „ABBA” მოდის, რომელსაც “Kraftwerk” მოჰყვება. ძალიან ხშირად ბახსაც ვუსმენ.

 

-შენი კომპოზიციებით გაფორმებულ ფილმებს თუ უსმენ?

 

-არასოდეს.

 

-„მეფე ლომსაც“ კი არა?

 

-საქმე ისაა, რომ, როცა სახლში ვბრუნდები, ყველაზე ნაკლებად რაც მსურს ისაა, ჩემი შემოქმედებიდან რამეს ვუსმინო, მაგრამ ჩემმა შვილებმა პიანინოზე და ჩელოზე დაკვრა ისწავლეს, ჰოდა, ახლა უკვე ჩემს სიმღერებს ასრულებენ. ეს ერთდროულად მსიამოვნებს და არც მსიამოვნებს. მათი აზრით, მამა განსაკუთრებულს არაფერს აკეთებს. უბრალოდ ნოტებით ამარაგებს, რათა იმხიარულონ.

 

-რთულია თქვენთვის, დატოვოთ სამუშაო სამსახურში, როცა ოჯახს უბრუნდებით?

 

-ხშირად იმ ფილმის გმირებს ვემსგავსები, რომლის მუსიკაზეც ვმუშაობ, ასე რომ როცა დეპრესიული ფილმებისთვის ვქმნიდი მუსიკას, დიდად სახალისო არ იყო ჩემთან ურთიერთობა. ფილმების კომპოზიტორის ცხოვრება ძალიან უცნაურია, იმიტომ, რომ თითქოს ის რეალობაში არც ცხოვრობს. ფილმების სამყაროშია.

 

-ოდესმე თუ გინანია, რომ მუსიკის სფეროში ფორმალური განათლება არ მიგიღია?

 

-იმის გამო, რომ არ მივლია მუსიკალურ სკოლაში და უნივერსიტეტში, ყოველ ახალ ფილმზე მუშაობა სწავლების ახალი ეტაპია. ეს ყოველთვის გამოწვევის ტოლფასია. მაგრამ ამავდროულად სახალისოცაა.

 

-ეგ როგორ?

 

-„და ვინჩის კოდი“ კარგი მაგალითია. მთელი წლის განმავლობაში ვიკვლევდი ნახატებს და ვკითხულობდი წიგნებს ამ თემასთან დაკავშირებით. საუკეთესოდ გავატარე დრო.

 

-თქვენთვის აუცილებელია, მოგეწონოთ ის ფილმი, რომლისთვისაც მუსიკას ქმნით?

 

-უნდა მომეწონოს, რა თქმა უნდა, ეს ძალიან მეხმარება. ვის სურს ისეთ რაღაცაზე მუშაობა, რაც არ მოსწონს? როგორც წესი, ფილმი მასში ჩართული ადამიანების გამოც მომწონს. გარემო კოლაბორაციულია ან ზოგჯერ ყველაფერი რეჟისორის გარშემო ტრიალებს და ესეც ძალიან ინსპირაციულია. ჩვენ ყველა ვცდილობთ, მოვყვეთ ისტორია და ამის მისაღწევად მივმართოთ იმ გზებს, რომლებიც ჯერ არავის გამოუყენებია.

 

წყარო: ინტერნეტჟურნალი The Talks; მოამზადა ბექა ბერულავამ

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !