ტომ ჰენკსი: ქორწილის სცენების თამაშს მირჩევნია სცენა, სადაც რამდენიმე საათის განმავლობაში მირტყამენ

Image

„აფხაზეთის ხმა“ გთავაზობთ ინტერვიუს ტომ ჰენკსთან, საიდანაც შეიტყობთ, რომელ სცენებში მონაწილეობა არ მოსწონს და რატომ, რად არ თამაშობს „ცუდ ტიპებს“ და როდის აპირებს კინოდან წასვლას.

 

-როგორი სახის სცენების გადაღება გეზიზღება ფილმებში?

 

-ყველაზე არაკომფორტული საქორწინო სცენებია. ასეთი სცენები ნამდვილი კოშმარია. რამდენიმე კვირის განმავლობაში გიწევს ამპლუაში ყოფნა, თითქოს ქორწილში ხარ. ამას მირჩევნია, იმ სცენაში მივიღო მონაწილეობა, რომელშიც რამდენიმე საათის განმავლობაში მირტყამენ. ეს უფრო რეალისტური გამოცდილება იქნება.

 

-ფილმების უმეტესობაში შენ „კარგი ტიპის“ როლს ასრულებ, რატომ არ ხდება პირიქით?

 

-ზოგჯერ ვერ ვახერხებ ცუდი ტიპების ლოგიკა გავითავისო. არ ვარ დაინტერესებული შევასრულო ბოროტი ადამინის როლი მხოლოდ იმიტომ, რომ ბოროტების არსს ჩავწვდე. ფილმში ასეთი სტანდარტია: არის ერთი აბსოლუტურად დადებითი პროტაგონისტი და ერთიც აბსოლუტურად უარყოფითი ანტაგონისტი. ისინი ერთმანეთს ებრძვიან და პროტაგონისტი ყოველთვის იმარჯვებს. ამაში ინტრიგას ვერ ვხედავ. მე მოტივების გაგება მსურს. მინდა უფრო მეტი ვიცოდე ორივე მხარის შესახებ.

 

-ოდესმე გეუფლება განცდა, რომ საკუთარ სამუშაოში იკარგები?

 

-არის დრო, როცა სამუშაო თავის მომაბეზრებელია და ერთი-მეორის მიყოლებით ატყდება შენს ცხოვრებას. ზოგჯერ კი სამუშაოსა და ცხოვრებას შორის ზღვარი იშლება, იმიტომ, რომ ფილმის სიუჟეტი შენი ცხოვრებისას ემთხვევა. ხშირად კი უბრალოდ დინებას მიყვები და აკეთებ იმას, რაც გევალება, კამერა კი ამ ყველაფერს საოცრებად აქცევს, შემდეგ რედაქტორები და რეჟისორებიც აკეთებენ თავიანთ საქმეს და ყველაფერი თავის ადგილას დგება. მაგრამ ფილმის გადაღების პროცესი ძალიან ხანგრძლივია, მარათონს ჰგავს.

 

-ცოტა ხნის წინ დებიუტი გქონდა ბროდვეიში. შეიძლება თუ არა ითქვას, რომ ცოცხალი აქტის შესრულება კვირაში რვაჯერ უფრო მეტ ძალისხმევას მოითხოვს, ვიდრე ფილმის გადაღება?

 

-ამ ყველაფრისთვის შესაბამისი ადგილის გამოძებნაა აუცილებელი. ეს ისეთი პასუხისმგებლობაა, რომელსაც თავიდან ვერ მოიცილებ. თავიდან მეშინოდა, რომ ვერ შევძლებდი ცოცხლად შესრულებას, მაგრამ შემდეგ უკვე ძალიან შემიყვარდა პროცესი. როცა ფილმზე მუშაობ, ზარმაცდები, იმიტომ რომ ერთადერთი რასაც აკეთებ, არის ის, რომ შედიხარ შენობაში საინტერესო გზით ან კოცნი გოგოს და ცდილობ, შექმნა ილუზია, რომ ეს ყველაფერი რეალურია. ამიტომ გამოწვევა ძალიან დიდი იყო, მაგრამ შედეგი საკმაოდ ნაყოფიერი გამოდგა.  იმედს გამოვთქვამ, რომ კიდევ შევძლებ ამგვარი გამოცდილების მიღებას.

 

-ბოლოს როდის იგრძენი, რომ საკუთარი სამუშაო გააფეტიშე?

 

-ჩემს უკანასკნელ ფილმში სამმაგი ფუნქცია შევითავსე: მე გადავიღე, სცენარიც დავწერე და როლიც მოვირგე. ახლა ვხვდები, რომ ზედმეტი მომივიდა, რადგან ჩავიკარგე საკუთარ საქმიანობაში. ფილმის გადაღების ტალანტი არ გამაჩნია, მხოლოდ სხვა ადამიანებზე დაკვირვებისაგან მიღებული ცოდნით ვიხელმძღვანელე და ეს ფუნქცია უნდა დამეთმო. კიდევ მჭირდება ვისწავლო როგორ ვიქცე უფრო კომუნიკაბელურად. ამასთან დროის სწორად გამოყენებასაც უნდა მივეჩვიო. იმისათვის, რომ ფილმის დირექტირება ისწავლო, 18 თვე მაინცაა საჭირო და ამ დროის განმავლობაში სხვას არაფერს უნდა აკეთებდე.

 

-ფილმში ამგვარმა ჩართულობამ მასში შენი მონაწილეობის სპეციფიკაზე თუ მოახდინა გავლენა?

 

-არ შემეძლო ამგვარი რამ დამეშვა, ფილმი დაზარალდებოდა. მე მიყვარდა ყველა წუთი ამ პროცესისა, მსახიობებთან ინტერაქცია, კამერასთან ურთიერთობა და სხვა. სცენარის წერაც საკმაოდ სახალისო იყო. მაგრამ დირექტირება ჩემი სუსტი წერტილი იყო, ყოველთვის ვგრძნობდი დისკომფორტს დროის გადანაწილებასთან დაკავშირებით, რაც დირექტირებისას ყველაზე აუცილებელი უნარია. მომავალშიც ვაპირებ შევეჭიდო ამ საქმეს თუ მუხლებში ძალა შემრჩება და ჩემი დიაბეტიც მომცემს ამის საშუალებას.

 

-დიაბეტმა გაიძულა, უფრო მეტი ყურადღება დაგეთმო საკუთარი ჯანმრთელობისთვის?

 

-კი და 38 წლის ასაკში კიდევ უფრო უნდა მოვფრთხილებოდი ჩემს ჯანმრთელობას, ახლა დიაბეტი არ მექნებოდა.

 

-ყველაფრის მიუხედავად ჯანმრთელად გამოიყურები, შეიძლება ითქვას, რომ საუკეთესო ფორმაში ხარ?

 

-გმადლობ. მე ჩემს დიაბეტს ვებრძვი ყველა შესაძლო მეთოდით. ისეთ შემოთავაზებებზე ვთქვი უარი, რომელიც ჩემს კარიერას ძალიან წაადგებოდა, მაგრამ ჯანმრთელობას არა. და ეს იმიტომ კი არ გავაკეთე, რომ მოხუცი ვარ და აღარაფერი შემიძლია, უფრო იმიტომ, რომ ხალხი მიცნობს, იცის რამდენი ხანიცაა ფილმებში მიღებენ და ვერ მოვატყუებ თითქოს უფრო ახალგაზრდა ვარ და მეტი შემიძლია. როცა დრო მოვა, წავალ კიდეც, შევეგუები რეალობას, მაგრამ ჯერ ადრეა.

 

მოამზადა ბექა ბერულავამ

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !