
ეს სიტყვები მომღერალ ოთო ნემსაძის მეუღლეს, თათა კუპრავას ეკუთვნის.
მისი თქმით, ერთიერთობის დასაწყისში ოთო ვარსკვლავებს უკრეფდა ციდან, ახლა კი სადაც იხდის ტანსაცმელს, იქ ყრის და მერე მან უნდა აალაგოს.
რაც შეეხება თავად მომღერალს, იგი პროექტ „ბრავოში“ მონაწილეობს.
„ჯეოსტართან“ შედარებით, „ბრავო“ უფრო მაღალი საფეხურია. მასში უკვე შემდგარი მომღერლები მონაწილეობენ. თან მინდა ჩემს თავს რაღაცეები დავუმტკიცო. ცხოვრებაში იმას, თუ ვინ ხარ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
მაგრამ, ბედნიერი ვარ იმიტომ რომ, ბევრს ვუყვარვარ და მადლობა მათ ამისთვის. ვფიქრობ, რომ იმედებს არასდროს გაგიცრუებთ და არასდროს ვიქნები ცუდი ბიჭი.
ჩემი ლობისტი ქალბატონი, ლალი ძალიან ნიჭიერი და განათლებულია. გამიხარდა, რომ ის არის „ბრავოში“ ჩემი ლობისტი. ეს არის ადამიანი -მოსიარულე შოუ. თან არც ვიცოდი, რას გააკეთებდა, რეპეტიციაზე ვნახე.
კულტურული შოუ გააკეთა - ჩარლი ჩაპლინი ჩანგლით - ძალიან კარგი იყო. მადლობა, რაც ჩემთვის გააკეთა და მინდა, რომ დავუფასო“, - აღნიშნა ოთო ნემსაძემ.
ოთოს მეუღლის თათა კუპრავას თქმით, ამ ეტაპზე მისთვისაც მხოლოდ „ბრავო“ არსებობს.
„ჩემთვისაც მხოლოდ „ბრავო“ არსებობს. მეც სულ ამაზე ვარ გადართული. ისე არ ვარ მღელვარე ადამიანი. ოთომ ერთი რაც იცის სიმღერაა და ზუსტად ვიცი, რომ კარგად გააკეთებს.
რაც შეეხება ჩვენს ურთიერთობას თავიდან ვარსკვლავებს მიკრეფდა ციდან, ახლა ნაგვის გატანაზე გვაქვს ჩხუბი. სახლში თავხედია ყველაფერს მიმოფანტავს ხოლმე. სადაც იხდის, იქ ყრის. მერე მე უნდა ავალაგო“, - განაცხადა კუპრავამ „თბილისელებთან" საუბრისას.
„თბილისელები“