
„ცეკვავენ ვარსკვლავების“ ჟიურის წევრი, გოჩა ჩერტკოევი გია ჯაჯანიძეს გამოეხმაურა, რომელიც ეკა ხოფერიას თოქ-შოუში ამტკიცებდა, რომ ბებიამისის რეინკარნაცია მოხდა და იგი გოჩა ჩერტკოევის სახით მოგვევლინა.
„ყველაფერი მეგონა ჩემი თავი, მაგრამ ჯაჯანიძის ბებია ნამდვილად არ მეგონა.
თან რომ თქვა ძალიან გვანანო, იმედია, ბებია ჩემზე ლამაზი იყო.
ალბათ ძალიან ლამაზი ქალბატონი იყო ბებია. იმედია, გიასთვის კეთილი ბებია ვიქნები“, - აღნიშნა გოჩა ჩერტკოევმა.