
,,გიგი უგულავას პროცესზე პროკურორები ისევ არ გამოცხადდნენ. კვლავაც ბათუმში, კონფერენციაზე იმყოფებიანო. არადა, ბათუმში არანაირი კონფერენცია არ იძებნება,“- წერს ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გივი თარგამაძე ,,ფეისბუქზე“.
,,მგონი, ის დროა, ამ ხალხზე ძებნა გამოცხადდეს. უცბად რომ გამოჩნდეს რამოდენიმე ადამიანი, ვინც იტყვის, დავინახეთ, ბათუმში ნავმისადგომთან მიიყვანეს, ნავში ჩასვეს, სიღრმეში გაიყვანეს... მაშინ ხომ ჩავთვლით, ეგ ამბავი ჰაკიმს როგორ არ ეცოდინებოდაო? ხოდა, თავის თავს ხომ არ დაიჭერს?
ისე, შვილო, მთავარი გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო, მერად რამოდენიმედღიანი აღდგენა მაგად არ გვიღირს, ნუ ამოხოცავ პროკურორებს!
მთავარია, მათ ძებნაზე ჰაკიმმა ბუნჩულას დავალება არ მისცეს, ეგ საქმე პირად კონტროლზე აიყვანეო, თორემ ეგ ხალხი აღარ გამოჩნდება... გამაგრდით, პროკურორებო, ჰაკიმი ჩაივლის მალე.“- წერს გივი თარგამაძე.