-
2014-06-10 18:31
მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი თამბაქოს მწარმოებელმა ფილიპ მორისმა განაცხადა, რომ დაიწყებენ მარიხუანას შერევას თამბაქოში და მიღებული პროდუქტი გაყიდვაში შემოვა. ამის შესახებ ინფორმაციას „სამოქალაქო პრესა“ ავრცელებს.
მისი სახელი იქნება “Marlboro M” და გაიყიდება მხოლოდ იმ ქვეყანაში სადაც მარიხუანას გაყიდვა დაშვებულია, ასეთია კოლორადოს შტატი და ვაშინგტონი, სადაც ჯერ არ არის მარიხუანა ლიცენზირებული, თუმცა წლის ბოლომდე ამ უკანასკნელშიც ლეგალური გახდება.
როგორც ფილიპ მორისის მარკეტინგის ვიცე პრეზიდენტი სერაფინ ნორციკი აცხადებს, მათ უკვე დაიწყეს მოლაპარაკებები მარიხუანას „მეფეებთან“ მექსიკასა და პარაგვაიში.
ფილიპ მორისის განცხადებით ამ პროდუქტის საწარმოებლად , 15 მილიარდი აშშ დოლარი გამოიყო და ამ დროისთვის მოლაპარაკებებს აწარმოებენ ძირითად ქსელებთან და გამომცემლებთან, რათა დაიწყონ პრუდუქტის რეკლამირება 2015 წლის დასაწყისში.