ცესკომ "ნაციონალების" კანდიდატ აკმამედ იმამყულიევს არჩევნებში მონაწილეობაზე უარი უთხრა

Image

ცესკომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს, აკმამედ იმამყულიევს არჩევნებში მონაწილეობაზე უარი უთხრა. რვა ხმით ხუთის წინააღმდეგ ცესკომ მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის დადგენილება ძალაში დატოვა.

ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიას განმარტებით, კანდიდატი ვერ აკმაყოფილებდა კანონის იმ მოთხოვნას, რომლის მიხედვითაც, კანდიდატი ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოში უნდა ცხოვრობდეს. 

"ნაციონალური მოძრაობა" და არასაპარლამენტო ოპოზიცია ცესკოს ორმაგ სტანდარტებში ადანაშაულებს, რადგან, ანალოგიურ შემთხვევაში ცესკომ რეგისტრაციიდან მოხსნა ირაკლი ოქრუაშვილი, "ქართული ოცნების" ორ კანდიდატს კი რეგისტრაცია არ გაუუქმა. 

"მოტივი და მნიშვნელოვანი საფუძველი იყო ის, რომ კანონით მოთხოვნილი ორი წლიდან დაახლოებით ერთი წელი კანდიდატი არ იმყოფებოდა საქართველოში, რაც შემეხება პირადად მე და ერთგვაროვან გადაწყვეტილებებს - მეც და ჩემმა მოადგილემაც ოთხივე შემთხვევაში მივიღეთ აბსოლუტურად ერთგვაროვანი გადაწყვეტიილება და ოთხივე შემთხვევაში დავუჭირეთ რეგისტრაციიდან მოხსნას მხარი",- განაცხადა თამარ ჟვანიამ.

აკმამედ იმამყულიევი ცესკოს გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს. "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ხათუნა გოგორიშვილის თქმით, ცესკო ხელისუფლების დირექტივას ასრულებს. 

"ცესკომ დაამტკიცა, რომ იგი პირდაპირ ასრულებს ხელისუფლების დირექტივებს ერთი მარტივი მიზეზის და ფაქტის გამო, რომ ანალოგიურ შემთხვევაში სახელისუფლებო კანდიდატებთან მიმართებაში ცესკომ მიიღო განსხვავებული გადაწყვეტილება - მათ რეგისტრაცია არ გაუუქმა. ზუსტად იგივე ადამიანებმა დღეს ხელი აუწიეს საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას", - აღნიშნა გოგორიშვილმა. 

აკმამედ იმამყულიევი რეგისტრაციიდან მარნეულის საოლქო კომისიამ რამდენიმე დღის წინ მოხსნა. კომისიის გადაწყვეტილებას პარტიისა და საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. 

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !