
პოლონეთში ქვეყნის დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა მასობრივ საპროტესტო გამოსვლებში გადაიზარდა. მანიფესტაციის მონაწილეებმა უკრაინის მიმართ რუსეთის პოლიტიკა გააპროტესტეს.
ვარშავაში დემონსტრაციის მონაწილეებმა შეძახილის "Русска курва" თანხლებით პოლონეთში რუსეთის საელჩოს ალყა შემოარტყეს. პოლონური მედია წერს, რომ მოვლენები ვარშავაში სულ უფრო და უფრო ემსგავსება კიევის მაიდანზე განვითარებულ პროცესებს.