თვითმფრინავი თეირანიდან ქალაქ ტაბასის მიმართულებით ადგილობრივ რეისს ასრულებდა.
თვითმხილველთა თქმით, ლაინერი აფრენიდან 5 წუთში აეროპორტ „მეჰრაბადან“ 5 კილომეტრში ჩამოვარდა.
თვითმფრინავის ბორტზე 40 მგზავრი იმყოფებოდა, ყველა მათგანი დაიღუპა.
ადგილობრივი წარმოების ლაინერი უკრაინული თვითმფრინავის „ან-140“-ის ბაზაზეა შექმნილი, რომლის ლიცენზია ირანმა უკრაინიდან იყიდა.