-
2014-06-10 17:59
ინგლისის ქალაქ კარდიფში ყოველწლიურად სტუდენტური ტური ეწყობა, რომლის დროსაც ქალაქს ათასობით სტუდენტი სტუმრობს.
წელს სტუდენტების აღვირახსნილობამ ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა: სტუდენტები პირდაპირ ქუჩაში შარდავდნენ, არწყევდნენ, მაისურებს იხდიდნენ და გამვლელებს შიშველ მკერდს აჩვენებდნენ, კაცები კი ერთმანეთში ჩხუბობდნენ.
ერთი ასეთი შემთხვევაც მოხდა: ბარიდან გამოსულ მთვრალ გოგონებს უსახლკარომ ხურდა სთხოვა. მათხოვრის სიტყვებით გაღიზიანებული გოგონები მამაკაცს წაესივნენ, აგინეს და უყვიროდნენ, წადი, სამსახური ეშოვეო.
ბოლოს მამაკაცი მიწაზე დააგდეს და ყველა ერთად ურტყამდა სახესა და ტანში. მთვრალმა გოგონებმა ტკივილისგან ატირებულ მათხოვარს თავი მხოლოდ მას შემდეგ დაანებეს, რაც ერთ-ერთმა ახალგაზრდამ მას შარვალი და საცვალიც გახადა.
http://www.full-fun.com/main/1183--4-.html