-
2014-06-10 16:08
რუსული მედიის ცნობით, ბელორუსიის უშიშროების სამსახურმა საქართველოს მოქალაქე დააკავა, რომელიც ქუთაისი-მინსკის თვითმფრინავის გატაცებას ცდილობდა.
თვითმფრინავის ბორტზე 32 მგზავრი იმყოფებოდა, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვი.
მფრინავებმა მოახერხეს და თვითმფრინავი ბელორუსიის საერთაშორისო აეროპორტში დასვეს.
საქართველოს მოქალაქე, რომელიც აფეთქების მუქარით თვითმფრინავისთვის კურსის შეცვლას ევროპის ერთ-ერთი ქვეყნის მიმართულებით გეგმავდა, სამართალდამცავებს ჩაბარდა. იგი 1973 წელს არის დაბადებული.
http://www.ambebi.ge/politika/104086-qarthveli-mamakaci-belorusshi-thvithmfrinavis-gatacebas-cdilobda-bortze-32-mgzavri-imyofeboda-math-shoris-mciretslovani.html