
ისრაელში ჯამში კორონავირუსი 4831 ადამიანს დაუდასტიურდა. გასულ დღე-ღამეში ვირუსმა ორი ადამიანი იმსხვერპლა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ცნობით, 83 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა. 163 ადამიანი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 17 ადამიანი. კლინიკაში გადაყვანილია 573 ადამიანი, 2580 სახლში მკურნალობს, ხოლო 619 ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა.
ისრაელში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 21 თებერვალს გამოვლინდა.