
ესპანეთის თანასწორობის მინისტრს, ირენე მონტეროს კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს. ინფორმაციას
„ალ-ჯაზირა“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, კარანტინშია გადაყვანილი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მოადგილეც.
ესპანეთში კორონავირუსის 2277 შემთხვევა ფიქსირდება. დაღუპულთა რაოდენობამ კი 55-ს მიაღწია.