-
2015-11-28 02:06
სირიაში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს ორი რუსი სამხედრო მაღალჩინოსანი, მთავარი სადაზვერვო სამმართველოს თანამშრომელი დაიღუპა.
დონის როსტოვში 12 ნოემბერს დაკრძალეს სირიის ოპერაციის მონაწილე ГРУ-ს სპეცრაზმის წევრები, 22-ე ბრიგადაში რიცხული ორი სამხედრო მოსამსახურე. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ ჟურნალ „შპიგელზე“ დაყრდნობით იტყობინება.
შეგახსენებთ, რომ რუსულ მედიაში ამ ფაქტის სესახებ არანაირი ინფორმაცია არ გავრცელებულა. უფრო ადრე, 2014 წლის ოქტომბერში, დამასკოს შემოგარენში რუსულ-სირიული ერთობლივი სადაზვერვო ცენტრი აღმოაჩინეს.
გამოცემა წერს, რომ რუსეთი, ავიადარტყმების მიღმა, სირიელი ჯარისკაცების ტრანსპორტირებას ИЛ თვითმფრინავებითა და Ми-24 ვერტმფრენებითაც ახორციელებს.
ამასთან, რუსეთმა სირიას გადასცა Мста-Б 152 მმ-იანი ჰაუბიცის ჭურვები, რომელიც ციმბირის 120-ე საარტილერიო ბრიგადის შეიარაღებაშია. გამოცემა აღნიშნავს, რომ რუსეთი ისევ აქტიურ, სამხედრო საავიაციო მხარდაჭერას უწევს ბაშარ ასადის სამხედროებს თურქეთის საზღვრისპირა რეგიონებში.