-
2015-11-24 13:34
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა რუსული ბომბდამშენის ჩამოგდების ფაქტი თურქეთის საზღვართან, თუმცა, განაცხადა, რომ თვითმფრინავს თურქეთის საჰაერო სივრცე არ დაურღვევია და ის სირიაში იმყოფებოდა.
„დღეს, სირიის ტერიტორიაზე, სირიის რესპუბლიკაში რუსული ბომბდამშენი, სავარაუდოდ, ხმელეთიდან განხორციელებული გასროლის შედეგად ჩამოვარდა. თვითმფრინავი 6 ათასი მეტრის სიმაღლეზ იმყოფებოდა. წინასწარი მონაცემებით მფრინავებმა კატაპულტირება მოასწრეს, თუმცა მათი ბედი ჯერჯერობით უცნობია“ – განაცხადა თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა.
სამინისტროს განცხადებით, მფრინავებმა კატაპულტირება მოასწრეს, თუმცა, მათი ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია. მომხდარი ინციდენტი დაადასტურა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა. მან განაცხადა, რომ სირიის საზღვართან ახლოს თურქმა სამხედროებმა ნამდვილად ჩამოაგდეს Су-24.
ფოტო: თურქეთის სამხედრო ავიაციის F-16