-
2015-11-24 13:10
თურქეთის სამხედრო ავიაციის F-16-მა, თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევის გამო, წინასწარი გაფრთხილების შემდეგ ჩამოაგდო ბომბდამშენი, რომელიც თურქეთის სივრცეში სირიის მხრიდან შემოვიდა. ორმა მფრინავმა კატაპულტირება მოასწრო, მათი ბედი ამ დრომდე უცნობია.
კადრები სი ენ ენმა გაავრცელა. ამასთან, თურქეთის თავდაცვის მაღალჩინოსანმა დაადასტურა, რომ ლატაკიის პროვინციასთან ახლოს მართლაც ჩამოაგდეს ბომბდამშენი, მაგრამ არ დაუკონკრეტებია, რომელ ქვეყანას ეკუთვნოდა ის. ტელეკომპანია HaberTurk-მა კი კადრები უჩვენა და დაამატა, რომ თვითმფრინავი სუ-24-ია და რუსეთს ეკუთვნის.
შეგახსენებთ, რომ სირიის ახლოს მდებარე თურქული სოფლების დაბომბვის გამო თურქეთმა რუსეთის ელჩი ცოტა ხნის წინ გამოიძახა და საპროტესტო ნოტა გადასცა. ამასთან, იყო შემთხვევები, როცა თურქეთმა ავიაგამანადგურებლები გაუშვა რუსული სამხედრო თვითმფრინავების საზღვრიდან იძულებით გადასაცილებლად მას შემდეგ, რაც ისინი თურქეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრნენ. მაშინ რუსულმა მხარემ პილოტების შეცდომად მონათლა მომხდარი და ეს ცუდ ხილვადობას დააბრალა.