"ჩვენებისთვის!"; "პარიზისთვის!" - ISIS-ის ტერიტორიაზე ბომბები ამ წარწერებით ცვივა (ვიდეო)

Image

რუსეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის პირველი არხი ავრცელებს კადრებს, სადაც ასახულია, რა წარწერებს უკეთებენ რუსი სამხედრო მფრინავები ბომბებს, რომლებიც "ისლამური სახელმწიფოს" ტერიტორიაზე უნდა ჩამოაგდონ. 

 

"ჩვენებისთვის!"; "პარიზისთვის!" - აწერია ბომბებს. ამასთან, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა შოიგუმ ვლადიმირ პუტინს მოახსენა, რომ დეირ-ზორას მონაკვეთში საჯაერო თავდასხმების შედეგად განადგურებულია 600 ბოევიკი, ტერორისტთა მოსამზადებელი 23 ბაზა, 19 ქარხანა და 47 საწყობი.

 

შოიგუს თქმით, რუსმა სამხედრო მფრინავებმა სირიის მიმართულებით დღემდე სულ 522 საბრძოლო გაფრენა განახორციელეს, 101 ფრთოსანი რაკეტა გაუშვეს და 1,4 ათასი ტონა, სხვადასხვა დანიშნულებისა და სიმძლავრის ბომბი ჩამოაგდეს. მისივე თქმით, სულ განადგურებულია მტრის 826 ობიექტი.

 

ამის მიუხედავად, აშშ და ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა სკეპტიკურად ეკიდება რუსეთის როლს ანტიტერორისტულ ოპერაციაში და აცხადებს, რომ რუსი მფრინავები, ძირითადად, ბაშარ ასადის ოპოზიციის ბაზებსა და ობიექტებს ბომბავენ. დღეს ლიტვის პრეზიდენტმა ცალსახად განაცხადა უარი იმ კოალიციაში შესვლაზე, სადაც რუსეთიცაა ჩაბმული, როგორც საერთაშორისო ტერორიზმთან მებრძოლი ქვეყანა. 

 

იხილეთ ამავე თემაზე: რუსული ბომბები სირიაში ISIS-ის პოზიციებიდან 50 კმ-ში, ამბოხებულთა ბაზირების ადგილზე ცვივა - ფოტოანალიზი

 

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !