-
2015-11-20 20:23
ლიტვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე აცხადებს, რომ არ აპირებს თავისი ქვეყანა ჩართოს ისეთ ანტიტერორისტულ კოალიციაში, სადაც რუსეთი იქნება ჩბმული. გრიბაუსკაიტე ამის მიზეზად საქართველოსა და უკრაინაში სამხედრო მოქმედებებში რუსეთის ცართულობას ასახელებს.
"შეგახსენებთ, რომ ISIS-ის წინააღმდეგ უკვე არსებობს ე.წ. დასავლური კოალიცია, რომელშიც ლიტვა მონაწილეობს. ლიტვა არ მიიღებს მონაწილეობას არცერთ ახალ კოალიციაში, რომელშიც რუსეთი იქნება ჩართული ან სურს, რომ ჩაერთოს. რუსეთს კვლავ აქვს ოკუპირებული სხვა ქვეყნის ტერიტორიები და პირდაპირ არის ჩაბმული საქართველოსა და უკრაინაში სამხედრო მოქმედებებში", - აცხადებს ლიტვის პრეზიდენტი.