-
2015-03-23 23:22
ვიქტორ იანუკოვიჩის ვაჟიშვილის დაღუპვასთან დაკავშირებით ახალი დეტალები გახდა ცნობილი. მისის დაღუპვის ფაქტს ოფიციალური პირები ადასტურებენ.
ბაიკალის ტბაზე, ყინულის ქვეშ მოხვედრილ მანქანაში ნამდვილად იმყოფებოდა ვიქტორ იანუკოვიჩ-უმცროსი, - ინფორმაციას უკრაინის შს მინისტრის თანაშემწე ანტონ გერაშენკო ადასტურებს, რომელიც ცოტა ხნის წინ წერდა, რომ შესაძლოა, იანუკოვიჩის ვაჟის დაღუპვა არ დადასტურებულიყო.
„ტრაგედიის თვითმხილველის თქმით, რომელსაც ჩემი წყარო ესაუბრა, ვიქტორ ყინულზე ისე შევიდა, რომ ღვედი შეკრული ჰქონდა, ხოლო როცა მანქანა მძღოლის მხარეს გადაიხარა, ძვირფასი წამები დაკარგა, რათა ღვედი შეეხსნა. ეს წამები კი საკმარისი აღმოჩნდა, რათა მძღოლის კარის გაღება შეუძლებელი გამხდარიყო: ის ყინულსა და მიკროავტობუსს შორის მოჰყვა.
რამდენიმე საათის შემდეგ ვიქტორის ცხედარი ზედაპირზე ამოტივტივდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მან მაინც მოახერხა ღვედის შეხსნა, როცა უკვე მიკროავტობუსი ფსკერისკენ ეშვებოდა. მას, უბრალოდ, ჰაერი არ ეყო, რომ ზედაპირამდე ამოეღწია და ამ დროს თბილი ტანსაცმელი, წყლით გაჟღენთილი, ფსკერისკენ ეზიდებოდა“, - დაწერა გერაშენკომ და სამძიმარი გამოუცხადა გარდაცვილის ოჯახის წევრებს.